понедельник, 2 марта 2009 г.

          ავჭალაში მოსახლეობის შეადგრნს დაახლოებით 12500 კაცს. ძირითადათ მოსახლეობის 90% - ს შეადგენს ქართველები, მათ გვერდით ასევე ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ქურთები, ებრაელები, გერმანელები, პოლონელები, უკრაინელები, ოსები, ლტვიელები,აფხაზები, ბულგარლები, აისორები და მრავალი სხვა ერი.

           აქ მდებარეობს გვარობრივი უბნები რომლებიც დასახლებას ერთგვარ კოლორიტულ სახეს უქმნის. როგორც გადმოცემით ვიცით ავჭალაში პირველები ჯანდაგურები და ჩახიძეები დაახლდნენ. ძირითადათ გავრცელებულია ძირძველი გვარები: ამირანაშვილები, ბუტიკაშვილები, ბერიტაშვილები, ლომიშვილები, გოგიჯანაშვილები, ვარდანაშვილები, შამანაურები, სუხიშვილები ( ყოფილი სუხიაშვილები), ბეკურაშვილები, ჩახიძეები, ბიაშვილები და სხვები. ისეთი ძირძველი გვარი როგორიცაა ჯანდაგურები ვაჟების არ ყოლის გამო დაიკარგა, ამჟამად ამგვარისა მხოლოდ ერთი ცხოვრობს ისიც ქალბატონი.